სოციალურ ქსელში ყოფილი ტანმოვარჯიშის, ალინა კაბაევას შვილის ფოტო ვრცელდება, რომელიც ძალიან ჰგავს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.
ფოტოს რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, კონსტანტინ ბოროვოი აქვეყნებს და წერს.„დიმიტრი ვლადიმიროვიჩ კაბაევი, ალინა კაბაევას ვაჟი. ტრილიონერი ბიჭი დაახლოებით 10-11 წლისაა. ფოტო გადაღებულია 2021 წელს“, –წერს ბოროვოი.
„საოცრად ჰგავს პუტინს,“ „ეტყობა, რომ კარგად სწავლობს“, „ბავშვმა რა დააშავა“, „და ვინ თქვა, რომ პუტინს შემცვლელი ვერ ეყოლება? 20 წლის შემდეგ თავისუფლად შეცვლის“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტოების კომენტარებში.
მედია, ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად განიხილავს რუსეთის პრეზიდენტის რომანს ყოფილ ტანმოვარჯიშესთან ალინა კაბაევასთან.
კომენტარები