მიშას ხომ ებრძოდა თავის დროზე ხმალამოღებული, ახლა ასე იცავს, ახალი ტერმინებით მედიცინაში! წარადგინეთ ეს კაცი ნობელზე, – ამის შესახებ ,,ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ, შალვა ხაჭაპურიძეზე სოციალურ ქსელში წერს.
,,ახალი მარგალიტები შალვა ხაჭაპურიძის “მსჯელობიდან” – ,,მისი (პაციენტის) ფსიქოლოგიური კი არა, ფსიქიატრიული მდგომარება არის მძიმე!”. შალვა, წიგნი რომ წაიკითხო, არა?
მიშას ხომ ებრძოდა თავის დროზე ხმალამოღებული, ახლა ასე იცავს, ახალი ტერმინებით მედიცინაში! წარადგინეთ ეს კაცი ნობელზე ან…. გაგზავნეთ სხვა რამეზე…, იქნებ საქმეს რამე მართლა ეშველოს….
შალვა ბატონი (ხაჭაპურიძე) არ გვანდობს თავის სისხლს და შარდს ანალიზისთვის (შარდს განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, ქვეცნობიერი ოხერიაა!) სულ ტყუილად! ჩვენ არასოდეს გავცემთ პაციენტის მონაცემებს, თუ რამე დასამალი აქვთ, მით უმეტეს მაშინ”, – წერს ,,ვივამედის” კლინიკური დირექტორი.
“მიშას ხომ ებრძოდა თავის დროზე ხმალამოღებული, ახლა ასე იცავს, ახალი ტერმინებით მედიცინაში”
2023/01/29 16:18:20
ნანახია: 1387 ჯერ