უკრაინის შეაიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი განაგრძობს მნიშვნელოვან დანაკარგებს.
მათი ცნობით, ე.წ „ვაგნერის“ სამხედრო ნაწილის 300-მდე დაქირავებული ჯარისკაცი გაგზავნეს ლუგანსკის ოლქის სოფელ იუვილეინის ერთ-ერთ მულტიდისციპლინურ ჰოსპიტალში. გენშტაბი საკუთარ განახლებაში წერს, რომ ექიმები უარს ამბობენ მათს სამედიცინო დახმარებაზე იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა ისეთი დაავადებებითაა დავადებული, როგორიცაა: აივ/შიდსი, სიფილისი, ტუბერკულოზი და პნევმონია.
ცნობისთვის, მანამდე ომის შესწავლის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ რეგულარული რუსული ძალები სავარაუდოდ, ჩაანაცვლებენ ვაგნერის ჯგუფის ამოწურულ ძალებს ბახმუტში შეტევის შესანარჩუნებლად.
კომენტარები