სააკაშვილი უდიდესი ინფორმაციის მატარებელია. ვიდეოს გადაღების დროს ამბობდა გამიტაცესო. რაღაც პრევენციის სახით განცხადებებს აკეთებდა. ახლა „შპიგელთან“ ისაუბრა. მანამდე გიორგი რურუა ამბობდა, რომ თითქოს ამ ჯგუფმა შემოიყვანა, ისინი ასოცირდებიან რუსეთთან და თითქოს ვანო მერაბიშვილზე იყო საუბარი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„ეს არის მავნე რადიკალური ორგანიზაცია, რომლის შესახებაც საზოგადოებას ვაწვდიდით ინფორმაციას. ახლა თავად დაიწყეს ერთმანეთის მხილება. სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და აუცილებელია საზოგადოების დახმარებით, საზოგადოებამ თავად შეაფასოს ძალა და ყველა ხედავს, თუ როგორ არ შეიძლება ამ ძალის ყოფნა პოლიტიკაში და როგორმე უნდა მოვახერხოთ ამ ძალის მშვიდობიანი მეთოდები გაყვანა პოლიტიკიდან.
ყველა ერთად, ჯანსაღი ნაწილი საზოგადოების კარგი იქნება თუ ვეცდებით, რომ არჩევნების დროს როგორმე მოხდეს ამ ადამიანების და ამ ორგანიზაციის თამაშგარე დატოვება. მთელი 10 წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებაზე“ ჰქონდათ აქცენტი, რომ რუსული ოცნებაა, რუსეთის მთავრობის ნაწილი და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ ქართული საზოგადოებისთვის ეს მიუღებელია – რუსეთი მტრული სახელმწიფოა და მასთან ასოცირება ქართული საზოგადოების აგრესიასა და მიუღებლობას იწვევს.
არ არის გამორიცხული, რომ მათ წარმომადგენლებს თავად ჰქონდეთ ურთიერთობა და სააკაშვილსაც. იმდენი რამე იკადრეს, რომ არც ესაა გასაკვირი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია ომთან დაკავშირებითაც, მის ქმედებებზე და საქართველოში ჩამოსვლაზე. მათ აქვთ კომპრომატები და ცდილობენ ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ გამოყენებას. იმდენად ბინძური ძალაა, რომ შეუძლიათ ერთმანეთს ეს აკადრონ. ამას ხედავს ქართული საზოგადოება. ამ ადამიანების ნდობა არ შეიძლება. თანამებრძოლები სწირავენ ერთმანეთს და ხომ წარმოგიდგენიათ, მათგან განცალკევებულ ძალას რას აკადრებენ“, – ამბობს ყაველაშვილი.