თელ-ავივის აეროპორტში მშობლებმა ჩვილი ერთ-ერთი ავიაკომპანიის სარეგისტრაციო დახლზე დატოვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ცოლ-ქმარი, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება, თელ-ავივიდან ბრიუსელში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ გასაფრენად ბილეთი ბავშვისთვისაც უნდა შეეძინათ, მათ ჩვილი ავიაკომპანიის სარეგისტრაციო დახლზე დატოვეს.
ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს და წყვილი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მშობლები ბელგიის მოქალაქეები არიან.
საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.
კომენტარები