სამეგრელოში ნაცატუს 54-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგო.
“ნაციონალური” მოძრაობის კანდიდატმა ქართული ოცნების კანდიდატს 49 ხმით მოუგო.
დღეს საქართველოში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე გაიმართა. საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია: №1 – თავისუფალი საქართველო; №5 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; №33 – ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები; №24 – სახალხო ხელისუფლება; №41 – ქართული ოცნება; არჩევნებში ასევე ღებულობენ მონაწილეობას ორი საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები გარდაბანსა და ოზურგეთში. არჩევნების დღეს აკვირდებოდა 19 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 292 დამკვირვებელი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის 6 დამკვირვებელი; შუალედურ არჩევნებს 18 მედია ორგანიზაციის 300 წარმომადგენელი გააშუქებს.
www.ipress.ge