2 წლის ანასტასია ზაალიშვილი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ბავშვის დედამ გაავრცელა.
ანასტასია ზაალიშვილს თბილისში დღეს გადმოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “სოლიდარობის ფონდი” ავრცელებს.
“თურქეთის კლინიკა „მედიკალ პარკი“- დან ამ დროისთვის მიღებული ინფორმაციით ანასტასია ზაალიშვილის გადმოსვენება მოხდება დღეს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ანასტასია ზაალიშვილის როგორც მკურნალობის, ასევე ტრანსპორტირებისა და გადმოსვენების ხარჯები სრულად იფარება სოლიდარობის ფონდის მიერ, იმ თანხების ფარგლებში რომელიც სოლიდარობის ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს კომისიური განხილვით იქნა დამტკიცებული.
ოჯახს არ უწევს არცერთი დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევა გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით.
სოლიდარობის ფონდისა და თითოეული ფონდის მხარდამჭერის სახელით ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს ტრაგედია თითოეული ადამიანისთვის მძიმე დანაკლისია”, – ნათქვამია “სოლიდარობის ფონდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.