საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალებს დედის დღე მიულოცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ 4 და მეტი შვილის დედებს წარმატებები უსურვა და საჩუქრები გადასცა.
მრავალშვილიანმა დედებმა თავდაცვის მინისტრისგან ყვავილების თაიგულები და სავაჭრო ცენტრის ძვირადღირებული სასაჩუქრე ვაუჩერები მიიღეს.
კომენტარები