ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს არაფერი საერთო გამჭვირვალობასთან არ აქვს.
„გამჭვირვალობის გაზრდა საგადასახადო კოდექსის ცვლილებებითაც შეიძლება და არა იარლიყების მიწებებით და კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის დაკარგვით. როცა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა გვეუბნება, რომ ეს კანონი დააზიანებს ჩვენი ევროინტეგრაციის გზას, და მაინც ხელების გადაგრეხით აპირებენ ამის მიღებას, ეს ნიშნავს, რომ ხდება კონსტიტუციური მუხლის პირობაზე უარის თქმა“, – აცხადებს აქუბარდია.
კომენტარები