1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7550 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7550 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.7674 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8969 ლარია. მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.9334 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0365 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, 10 იანვრიდან შევა ძალაში.
კომენტარები