იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აგენტების ამერიკული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
სხდომაზე გათვალისწინებულია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. დეპუტატებმა სხდომის დასაწყისში პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ალტერნატიული კანონპროექტის სახით განიხილონ.
სხდომის დაწყებამდე ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ სხდომას დაესწრებიან, თუმცა მის განხილვას გააპროტესტებენ.
ამასთან, სხდომაზე ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოცხადდა.
დღეს პარლამენტში უსაფრთხოების გარკვეული წესები მუშაობს.
კომენტარები