პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შოთა ხაბარელის განცხადებით, კორცხელში სპორტსმენების არანაირ მობილიზებას ადგილი არ ჰქონია.
”იქ არ იყო არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი. არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების არცერთი წევრი მე იქ არ მინახავს. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვეულებრივად იყვნენ ჩასულნი. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იქ სპეციალურად მობილიზებული არ იყვნენ. რაც მოხდა, იყო პირდაპირი პროვოკაცია. თქვენ ნახეთ, როგორ გამოდიოდა ნიკა მელია. დაპირისპირება მისი მხრიდან დაიწყო, ეს ადამიანები წამოეგნენ პროვოკაციაზე და ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მომხდარი დასაგმობი ფაქტია და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომხარი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, – განუცხადა ჟურნალისტებს შოთა ხაბარელმა.