ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ცეკვებში საქართველოში 2017 წლის დეკემბერში გაიმართება. სპორტული ცეკვის ასოციაციის პრეზიდენტის, ალბერტ ისახანოვის განცხადებით, შეჯიბრში მონაწილეობას 50 ქვეყანა მიიღებს.
„ოფიციალური ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება. შეჯიბრი უფროსებს შორის 10 ცეკვაში გაიმართება. მონაწილებოას 50 ქვეყანა მიიღებს, მათ შორის საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიც”, – განაცხადა ისახანოვმა.
შეჯიბრში მონაწილეობას ქართველი მოცეკვავეებიც მიიღებენ. როგორც მოცეკვავე ხათუნა ოქიტაშვილი აღნიშნავს, მოხარულია, რომ კონკურსი საქართველოში ჩატარდება.
„ჩემთვის პირველი არ იქნება, რა თქმა უნდა. ჩემს მეწყვილესთან ერთად კონკურსებში ხშირად ვიღებ მონაწილეობას. ბოლოს უკრაინაში ვიასპარეზეთ. გვიხარია, რომ კონკურსი საქართველოში ჩატარდება”, – აღნიშნა ოქიტაშვილმა.
წყარო: reportiori.ge