10 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze -მ და სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ხელმძღვანელმა Zaza Gogotishvili -მა.
„გილოცავთ! ეროვნული ბიბლიოთეკისთვის და რატომაც არა, საქართველოსთვის ისტორიული დღე დადგა. დღე, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, რადგან ეს იყო ჩვენი უმთავრესი მიზანი და ჩემი პერსონალური მისია იმ შესანიშნავ გუნდთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ მუშაობს – ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის რეაბილიტაცია იწყება. იწყება ჯადოსნური და ყველასთვის ცნობილი მაჩაბლის დარბაზის აღდგენით, პროცესს კი სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „ანაგი“ განახორციელებს“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
დოკუმენტის თანახმად, უახლოეს მომავალში დაიწყება ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბელის სახელობის სამკითხველო დარბაზის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია.
ეს ისტორიული დარბაზი ერთ-ერთია ბიბლიოთეკის იმ დარბაზებიდან, რომლებიც წლებია მკითხველისთვის დაკეტილია და აღდგენას ელოდება.
ივანე მაჩაბელის სახელობის სამკითხველო დარბაზი მდებარებოს ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ პირველ კორპუსში, რომელიც თავის დროზე ცნობილმა არქიტექტორმა ანატოლი კალგინმა ააშენა (1912-1916 წ.წ.) როგორც პირველი ქართული ბანკის შენობა.
შენობა ნაგებია ტრადიციული ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებითა და ძველი ქართული ხუროთმოძღვრებიდან (მათ შორის ტაო-კლარჯეთის ძეგლებიდან) აღებული არქიტექტურული მოტივებისა და ორნამენტების გამოყენებით – ეკლექტიკური სტილით.
ანატოლი კალგინი იყო ტაო-კლარჯეთში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილი ცნობილი ექსპედიციის წევრი და სწორედ ამ მოგზაურობის დროს შეისწავლა იქაური ქართული არქიტეტურა.
ივანე მაჩაბელის სახელობის დარბაზი თავის დროზე ბანკის საოპერაციო დარბაზი იყო, საიდანაც ოქროს საცავის (სეიფის) რკინის კარიც კი ჩანდა. დღეს აქ იშვიათ გამოცემათა ფონდია განთავსებული, იქვე მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი. დარბაზის აკუსტიკა დაბალი იყო, რომ მეანაბრეებთან კონფიდენციალური საუბრები გამართულიყო.
მას შემდეგ, რაც შენობა ბიბლიოთეკას გადაეცა, სიჩუმით გამორჩეულ ამ დარბაზში მდებარეობდა სამკითხველო მეცნიერთათვის (მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის მიზნით), ასევე პერიოდული გამოცემების სამკითხველო დარბაზი.
ივანე მაჩაბელის სახელობის დარბაზი აღდგება რეაბილიტაცია-რესტავრაციის ყველა წესის დაცვით, პირვანდელი სახით.
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია “ანაგს” შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2023/05/10 20:26:42

კომენტარები
ნანახია: 202 ჯერ