ბრაზილიელი მომღერალი ლოალვა ბრაზი, რომელიც 1980–იანი წლების ბოლოს „ლამბადის“ შესრულებით გახდა ცნობილი, 64 წლის დაიღუპა.
ამის შესახებ ბრაზილიური ტელეკომპანია Globo იუწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, მომღერლის ცხედარი დამწვარ ავტომანქანაში იპოვეს.
„ბრაზილიელი მეხანძრეები გამოძახებაზე გავიდნენ. რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროსთან მანქანა იწვოდა. ავტომობილიდან მეხანძრეებმა ბრაზის ცხედარი ამოიყვანეს. ხანძრის შედეგად ახლოს მდებარე სახლიც დაზიანდა. ავტომანქანის დაწვის მიზეზი უცნობია“,- აღნიშნავს ტელეკომპანია.
ლოალვა ბრაზის საყოველთაო პოპულარობა 1989 წელს ჩაწერილმა ჰიტმა „ლამბადამ“ მოუტანა, ის 80 ზე მეტი ოქროს და პლატინის დისკის მფლობელი იყო.
კომენტარები