13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში მამა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი 11 ივლისს დააკავა, ამ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
მოზარდის ბებია უარყოფს გაუპატიურების ფაქტს, თუმცა არ უარყოფს, რომ მოზარდს მამასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან მამა ალკოჰოლდამოკიდებული იყო.
ბებია ამბობს, რომ სახლში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, დეტალებზე ვერ საუბრობს.
„დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ასეთი რამ. ჩხუბისგან სულ გოგოებს იცავდა, სულ ჩხუბობდა. წარმოიდგინეთ, თავის შვილს შეურაცხყოფას მიაყენებდა? მაგას და მამამისს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ეგ ვერ იტანდა მამამისი რომ სუნავდა აცეტონს და რაღაცას,“ – აცხადებს ბებია.
„კურიერი“ ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლის ბენეფიციარიც მოზარდი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში იყო, მათი ინფორმაციით 13 წლის მოზარდი უკვე ექსპერტიზაზე ჰყავთ გადაყვანილი.