სამხრეთ კორეაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა, 10 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ძლიერი წვიმა ქვეყანაში უკვე სამი დღეა უწყვეტად გრძელდება. უხვი ნალექის გამო კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა, ათობით დასახლებული პუნქტი დატბორა, რის გამოც ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. სტიქიის შედეგად გათიშულია ელექტროენერგია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
კომენტარები
