ჩინეთის სამხრეთ დასავლეთ პროვინციებში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიამ ჩონგინგის მუნიციპალიტეტში 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. სიჩუანის პროვინციიდან ევაკუირებულთა რიცხვი 40 000-ს აღემატება.
ჩინეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მომდევნო დღეებში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი ჩრდილოეთ ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში.
კომენტარები
