ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის გამო, მოძრაობა შეჩერებულია. ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ნაგებობაზე ერთი მონაკვეთი ჩავარდა. ცნობას ოკუპირებული რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული მმართველი, სერგეი აკსენოვი ავრცელებს და ამბობს, რომ ხიდზე მიმოსვლა შეჩერებულია, რადგან „კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში მოხდა საგანგებო შემთხვევა“.
ხიდზე ამ დროისთვის, სამართალდამცავი ორგანოები და სპეციალური სამსახურებია მობილიზებული. ინციდენტის მიზეზი არ სახელდება. დაწყებულია აღდგენის პროცესი. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ტელეგრამ არხებიც ავრცელებენ და იუწყებიან, რომ შემთხვევისას 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
კომენტარები
