ბევრი თვეა, რაც თურქეთზე არ შემდგარა მსჯელობა. პირველად ვიმსჯელებთ თურქეთზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„თურქეთმა ვეტო გააუქმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე. მე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯაკარტაში შევხვდი. თურქეთს სურს ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლება და ევროპული დღის წესრიგის წინ წაწევა. ეს კარგი ახალი ამბავია ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ თურქეთის მოთხოვნას. ევროკავშირში უკრაინის კანდიდატის სტატუსმა შექმნა ჩვენს სამეზობლოში ახალი დინამიკა. უკრაინა კანდიდატი სახელმწიფოა და ეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციას დააჩქარებს და თურქეთსაც სურს ამ თამაშის ნაწილი იყოს. ვიმსჯელებთ საბაჟო კავშირის მოდერნიზებასა და ვიზების საკითხებზე“, – განმარტა ბორელმა.
