BBC წერს, რომ ოფიციალური წყაროების ცნობით, ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში ეძებენ გარეულ ცხოველს, რომელიც, მათი თქმით, ლომია. ამ დროისთვის, მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ცხოველის პოვნამდე სახლში დარჩნენ.
გამოცემის ცნობით, თუ ეს ცხოველი ლომია, გაუგებარია, საიდან გაჩნდა იქ, რადგან ადგილობრივი ზოოპარკები, ცირკები და ცხოველთა თავშესაფრები აცხადებენ, რომ მათგან არცერთი ლომი არ გაქცეულა.
პირველად ცხოველის არსებობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რამდენიმე ადგილობრივმა, მათ შორის პოლიციის ოფისმა, დაინახა, როგორ მისდევდა ის გარეულ ღორს.
ოთხშაბათს, Twitter-ზეც გავრცელდა ვიდეო, რომელიც, პოლიციის აზრით, რეალურია და მასში ჩანს ლომი კლაინმახნოვის ტყეში.
პოლიციის პრესსპიკერმა ადგილობრივ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა: „ზაფხულში ხშირია შეტყობინებები ტბაში მოცურავე ნიანგების შესახებ, რომლებიც შემდეგ დიდი იხვები აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში ეს სრულიად რეალურია – საქმე გვაქვს ლომთან, რომელიც თავისუფლად დადის ტელტოვში, სტანსდორფში და კლეინმახნოვში“