უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატო-უკრაინის საბჭო ეფექტური მექანიზმია კრიზისულ სიტუაციებზე კონსულტაციებისთვის.
„ჩვენ მივესალმებით ალიანსის მიერ რუსეთის მკაფიო და ცალსახად დაგმობას მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გამო.
მხოლოდ 2 კვირის წინ ვილნიუსში დაარსებული [ნატო-უკრაინის] საბჭო უკვე აღმოჩნდა კრიზისულ სიტუაციებზე კონსულტაციების ეფექტური მექანიზმი.
უკრაინა გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვაფასებთ მოკავშირეების მხარდაჭერას ამ კუთხით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.
Grateful to @jensstoltenberg and @Mircea_Geoana for holding this crucial meeting of #Ukraine–#NATO Council. We welcome сlear and unequivocal condemnation by the Alliance of Russia's withdrawal from the grain deal.
Established only 2 weeks ago in Vilnius, the Council has already…
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 26, 2023
