საბერძნეთში ვითარება გართულდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ხანძრის 61 ახალი კერა გაჩნდა. ყველაზე რთული ვითარება ქალაქ ველესტინოს მახლობლადაა, სადაც ტყის ხანძრების გამო მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. ევაკუაცია დაიწყო ქალაქ ლამიადანაც.
საბერძნეთი უკვე კვირაზე მეტია, ტყის ხანძრებს ებრძვის. კუნძულ როდოსიდან 20 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
კომენტარები