საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, სოფელ კორცხელში განვითარებული მოვლენები იყო ქაოსისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც არ უნდა დაუშვას არც ერთ შემთხვევაში ხელისუფლებამ.
მისივე თქმით, ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში, ხელისუფლების კისერზეა.
„ეს იყო ნაბიჯი ქაოსისკენ. რაც არ უნდა დაუშვას არც ერთ შემთხვევაში ხელისუფლებამ. ყველაფერი, რაც კარგი და ცუდი ხდება ამ ქვეყანაში, ხელისუფლების კისერზეა. ჩვენი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში, რომ ამ ყველაფერს წერტილი დაესვას“, – განაცხადა ხიდაშელმა.
კომენტარები