ფლორენციაში საქართველოს მოქალაქე 32 წლის მამაკაცი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ფლორენციის ადგილობრივი გამოცემა firenzetoday.it წერს.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, დაახლოებით 22:00 საათზე მამაკაცი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, აფთიაქში შევიდა, თანამშრომლებს დაემუქრა და დაახლოებით 1200 ევრო წაიღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცს თან დასაკეცი დანა და სათამაშო პისტოლეტი ჰქონდა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, 32 წლის მამაკაცს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ძარცვაში ედება ბრალი.
კომენტარები