სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი უკვე შოვში სტიქიის ადგილზე იმყოფება, მეორე ვერტმფრენი კი გზაშია და სამაშველო ოპერაციაში უახლოეს ხანში ჩაერთვება.
როგორც Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორი თემურ მღებრიშვილი.
ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.
სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები „ქრონიკასთან“ საუბარში ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად სასტუმროს არცერთი თანამშრომელი დაშავებულა, თუმცა სასტუმროს სტუმრები და მომსახურე პერსონალი ტერიტორიას ჯერჯერობით ვერ ტოვებენ. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ადამიანია ჩარჩენილი, მათგან 12 ბავშვია.
კომენტარები