ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების მოცეკვავეების ფეხები ამიერიდან 1 მილიონი ლარით არის დაზღვეული. დღეს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ნებისმიერს, ვინც მიიღებს ტრავმას, რომელიც აუკრძალავს შემოქმედებით საქმინობას, 2 წლის ხელფასი აუნაზღაურდება – ჯამში ეს თანხა ერთი მილიოანი ლარია.
რამდენადაც მსგავსი კონტრაქტი უპრეცენდენტოა საქართველოში და პრემიალური თანხაც სოლიდურია, ადგილობრივმა სადაზღვევო კომპანიამ ის უცხოელ პარტნიორებთან გადააზღვია. აქამდე კი, შეთანხმების მიხედვით, ამერიკული მხარე მკურნალობას მხოლოდ კონცერტის დროს მიღებული ტრავმებისთვის კისრულობდა.
რიანას ფეხები მილიონად, დევიდ ბეკჰემის – 70-ჯერ მეტად, ირლანდიელი მოცეკვავის, მაიკლ ფლეტლის ქვედა კიდურები კი 40 მილიონად არის დაზღვეული. მერაია ქერი რეკორდსმენი იყო – 1 მილიარდი სადაზღვევო პრემიით.
სუხიშვილების მსოფლიო ვარსკვლავების სიაში პირველ ადგილებზე ვერ მოხვდებიან, მაგრამ პირველები არიან საქართველოში.