Front News-სთვის ცნობილი ხდება, რომ სამირა ისაევა, რომელიც სტიქიის ზონაში დაკარგულად მიიჩნევა, მასწავლებელს დაუკავშირდა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ისაევა ტყეშია და დახმარებას ითხოვს.
ასევე, ცნობილია, რომ მასთან ერთად დედა-შვილი იმყოფება, მათი ვინაობა ჯერ უცნობია.
ახლობლების ინფორმაციით, 18 წლის სამირა ისაევას ბოლოს 2 აგვისტოს ესაუბრნენ და ამის შემდეგ აღარ უნახავთ, ამ დრომდე ის დაკარგულად მიიჩნეოდა.
კომენტარები