შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ, შიდა-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავი გვირგვინით შეამკო, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. აღევლინა დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
კომენტარები