4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა პენსილვანიის შტატში მომხდარი აფეთქებისას. ინციდენტი საცხოვრებელ სახლში მოხდა. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ გვერდით მდგომი სამი სახლიც ჩამოანგრია.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე დაშვებული ამოიყვანეს. აფეთქების მიზეზს პოლიცია იკვლევს.
კომენტარები