გერმანელი დეპუტატი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთში შესვლისას დააკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გერმანელი დეპუტატის, გოეკაი აკბულუთუს ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში ის რამდენიმე საათით დააკავეს თურქეთში შესვლისას სოციალურ მედიაში 2019 წელს გამოქვეყნებული პოსტების საფუძველზე. მისივე თქმით, ის მაინც გაემგზავრება თურქეთში და თავის აზრს იტყვის ქვეყნის მთავრობაზე.
აკბულუთმა გააკრიტიკა თურქეთის მთავრობა „სასტიკი ომის წარმოების გამო ქურთი მოსახლეობის წინააღმდეგ მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ“.
„ოქტომბერში კვლავ მივემგზავრები თურქეთში, როგორც გერმანია-თურქეთის საპარლამენტო ჯგუფის დელეგაციის წევრი და როგორც ყოველთვის, ვიტყვი ჩემს სიტყვებს: გაათავისუფლეთ ყველა“, – წერს აკბულუთუ.
ამ დროისთვის გაურკვეველია, ზუსტად რას გულისხმობდა გერმანელი დეპუტატი და ასევე, რომელ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტებმა გამოიწვია თურქეთში დაკავების ორდერი.