რა თქმა უნდა, არ ყოფილა საუბარი ჩემი გადადგომის შესახებ, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა, რაჭაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება პრემიერ-მინისტრსა და მმართველ გუნდს შეუძლია.
„ჩემი თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი. დაახლოებით 9 წელია თანამდებობაზე ვარ. უსაფრთხოების სამსახურში რომ დავბრუნდი, ასჯერ მაინც ვარ გადაყენებული ოპოზიციის განცხადებებით. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი ისე იქნება“, – განაცხადა გომელაურმა.
მანამდე, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ შს მინისტრის გადაყენების საკითხი პარტიაში არ განიხილება.
კომენტარები