ჰავაიში სამაშველო ბრიგადებმა ტყის ხანძრის შედეგად დამწვარი სახლებისა და ავტომობილების შემოწმება დაიწყეს. როგორც ჰავაის გუბერნატორი, ჯოშ გრინი ვარაუდობს, ოპერაციის შედეგად დღე-ღამეში მაშველები 10-დან 20-მდე დაღუპულს მიაგნებენ. ამის შესახებ BBC წერს.
ამ დროისათვის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 99-ს შეადგენს. ჰავაის გუბერნატორის ცნობით, დაღუპულთა სრული რაოდენობის დადგენას, მინიმუმ, 10 დღე დასჭირდება. ქალაქი ლაჰაინა პრაქტიკულად მთლიანად განადგურებულია, გადამწვარია 2 200-ი შენობა-ნაგებობა. ზარალი 6 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.
კომენტარები