სიონის ტბაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო.
მოზარდის ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.
ცხედრის ამოყვანა მაშველებისა და მყვინთავთა ჯგუფის დახმარებით მოხერხდა.
ტრაგედია სიონის ტბაზე, დღეს, დაახლოებით, 18:00 საათზე დატრიალდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი ტბის საშიშ ზონაში მოხვდა და ჩავარდა. მოქალაქეები დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მისი ამოყვანა ვერ მოახერხეს.
კომენტარები