ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
ნეიმარი „ალ-ჰილალთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიელი „ალ-ჰილალში“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ გადავიდა, სადაც გასულ სეზონში 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მანამდე L’Équipe-ი წერდა, რომ ორი სეზონის განმავლობაში ნეიმარი დაახლოებით ხელფასის სახით 300 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსების ჩათვლით ამ თანხამ შესაძლოა 400 მილიონი ევრო შეადგინოს. „ალ-ჰილალი“ პარიზულ კლუბს ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაუხდის.
კომენტარები