ლიკა ალელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ეს დღეები სულ მინდოდა დამეწერა და სამწუხაროდ დღემდე ვერ დავწერე..
მირიან ჭელიძე – სტიქიის პირველ დღეს გავიცანი, როცა შოვში ავედით. დახურულ ზონაში შევედით, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ადგილობრივმა აგვიყვანა თავისი მანქანით, იქ გავიცანი მირიანი. გვთხოვა, ლენტი არ გადაგვეკვეთა, რადგან უსაფრთხო არ იყო. სანამ Zura Managadze კადრებს იღებდა, მითხრა, რომ ძალიან ნერვიულობდა, მსგავსი ტკივილი არასდროს უგრძვნია და ასეთი ემოციები არასდროს ჰქონია. არ ჩავყვები დეტალებს, ვისაუბრეთ იმ რთულ დღეზე, რომლითაც ყველაზე მძიმე პერიოდი დაგვეწყო ნახევარ საქართველოს. არ დამავიწყდება მისი სევდიანი თვალები და ჩუმი დარდი, რომლის დამალვასაც ცდილობდა. სტიქიის ეპიცენტრში არ გვიშბებდნენ მანქანით, ამიტომ Giorgi Kurtanidze გლოლას შესასვლელში გველოდებოდა. აღმოჩნდა, რომ უკან ვეღარ ჩამოვდიოდით სტიქიის ეპიცენტრიდან, დახმარება მირიანს ვთხოვე. მთები გადადგა და უკან მაინც ჩაგვიყვანა, თან უამრავჯერ გვითხრა, რომ სწრაფად და ფრთხილად ჩავსულიყავუთ უსაფრთხო ტერიტორიაზე და ამისთვის თავად ყველაფერი გააკეთა.
იმის თქმა მინდა, რომ ფორმების, თანამდებობების თუ მიკროფონების უკან ჯერ ადამიანები დგანან, რომლებიც შეიძლება ისე განიცდიდნენ მომხდარს, რომ საკუთარ სიცოცხლეს ასრულებდნენ…..
#პოლიციელიგმირია”