დომინიკის რესპუბლიკაში ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს.
დომინიკის რესპუბლიკაში, ქალაქ სან-კრისტობალში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 10 ადამიანი, დაშავდა, სულ მცირე, 37, ხოლო 11 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
სამაშველო სამუშაოებში დაახლოებით 2 000-ზე მეტი მაშველია ჩართული.
როგორც მედია წერს, დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები
