ოკუპირებულ ახალ ათონში ჩელიაბინსკის მკვიდრი, ალფია ბიკმულინა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოპარვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. შსს ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ დანაშაული ახალი ათონის გამოქვაბულში, სალაროსთან მოხდა, სადაც უცნობმა პირმა ჩანთა მოიპარა, რომელშიც საბუთები და 65 ათასი რუსული რუბლი იყო.
ქურდობაში ეჭვმიტანილი 54 წლის ბიკმულინა დააკავეს, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მის დროებით საცხოვრებელ ადგილას პოლიციის თანამშრომლებმა მოპარული ნივთები იპოვეს.
ქალს ორი თვით პატიმრობა შეეფარდა, გამოძიება გრძელდება.
კომენტარები