ხობში, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი მდინარეში ბანაობის დროს გარდაიცვალა.
შემთხვევა მდინარე ხობისწყალზე, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ის წყალში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა, გარდაცვალების მიზეზი კი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
ახალგაზრდა ხობში სტუმრად იმყოფებოდა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები