ნატოს გენერალური მდივანი პირობას დებს, რომ უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, ვიდრე ის ომში არ გაიმარჯვებს.
ნორვეგიაში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგი, თავისი ოფისის უფროსის სტიან იენსენის განცხადებასაც გამოეხმაურა. ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ალიანსში მიმდინარეობს შიდა დისკუსიები იმის თაობაზე, თუ როგორ დასრულდეს ომი; თუმცა სტოლტენბერგმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ სამშვიდობო შეთანხმების პირობებს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინა გადაწყვეტს.
„ნატოს პოლიტიკა და როლი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ უცვლელია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
კომენტარები