დანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება, თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს.
„საერთაშორისო სამართალი არ აღდგება. მსოფლიოს დემოკრატიები, თითოეული მათგანი შეიძლება გახდეს სამიზნე რაკეტებისთვის, ან დაქირავებული მებრძოლებისთვის ან დესტაბილიზაციისთვის. უკრაინა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „როდესაც ადამიანობა შენთვის ღირებულებაა და როცა შენი ფასეულობები ემთხვევა სხვა ერების ღირებულებებს, აუცილებლად იპოვი ყველა საჭირო იარაღს საკუთარი თავის დასაცავად“.
კომენტარები