დანიის თავდაცვის მინისტრმა, იაკობ ელემან-იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინას დანიის მიერ გადაცემული F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენება მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე შეუძლია.
დანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, კოპენჰაგენი კიევს იარაღს გადასცემს იმ პირობით, რომ ის გამოყენებული იქნება „მტრის უკრაინის ტერიტორიიდან განდევნის მიზნით“.
„ჩვენ იარაღს გადავცემთ იმ პირობით, რომ ისინი მას მტრის უკრაინის ტერიტორიიდან განდევნის მიზნით გამოიყენებენ. ეს არის პირობები, იქნება ეს ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები თუ სხვა რამ“, – აღნიშნადანიის თავდაცვის მინისტრმა.
კომენტარები