საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება.
„გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს“, – წერია განცხადებაში.
კომენტარები