კრემლში აცხადებენ, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი მოუწოდებს ყველას, დაელოდონ გამოძიების და გენეტიკური ექსპერტიზის პასუხებს.
„ახლა, რა თქმა უნდა, ბევრი ვარაუდია ამ კატასტროფის და ტრაგიკულად დაღუპული თვითმფრინავის მგზავრების შესახებ, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს ვარაუდი წარმოდგენილია გარკვეული კუთხით. ეს ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტვერის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა, შედეგად ბორტზე მყოფი ათივე მგზავრი დაიღუპა. როსავიაციამ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.
კომენტარები