პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მღვდელმთავრად კურთხევიდან მე-60 წლისთავს ეხმიანება.
„60 წელზე მეტია, ერთგულად და მთელი ძალისხმევით იღვწის მისი უწმინდესობა ჩვენი რწმენაში გაძლიერებისა და სულიერი სიმტკიცისათვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ეკლესია-მონასტრების გადარჩენისა და აღდგენისათვის.
ვულოცავ ერის სულიერ მესაჭეს ამ მნიშვნელოვან თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ქართველი ხალხის საიმედოდ“, – წერს ოდიშარია Facebook-ზე.
კომენტარები