კომუნიკაციების კომისიამ, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სოფელ ბაილეთში, ბოგილში, ჭანიეთურში, ახალსოფელში, ციხისფერდში, ვაკეში, მოცვნარში, ხრიალეთში, მთისპირში, გაღმა დვაბზუში და ფამფალეთში 170 ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადაამზადა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის შექმნისა და გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” პროექტ Log-in Georgia-ს ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება და საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.