როდესაც რეალური შანსი გამოჩნდა და ჩვენმა ოპონენტებმა დაინახეს, რომ შეიძლება მართლა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ატყდა პანიკა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ქართული რადიკალური ოპოზიცია დაიყო ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი ისევე ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ და ამაზე ააგონ წლევანდელი შემოდგომის და ზამთრის გეგმები. მეორე ჯგუფი ასევე ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ, რათა ამაზე ააგონ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებული საკუთარი გეგმები. საერთო ამ ორ ჯგუფს შორის არის მიზანი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ და ვერ მიიღოს. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში მათ გეგმები ენგრევათ. ნიკა გვარამია აღმოჩნდა იმ ჯგუფში, რომელიც შედარებით რაციონალურად და პრაგმატულად ფიქრობს, რომ წელს კანდიდატის სტატუსის არ მიღება ხელისუფლებას ვერ ააყირავებს. ერთი მთავარი ავიწყდებათ – დიახ, ქართველი ხალხის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და რომ ეს ქვეყანა მიდის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ – ეს ავიწყდებათ მათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.