ხვიჩა კვარაცხელიას ,,ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის ,,რეალს” შეხვდება. ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.
სიმბოლურია ის, რომ ,,ნაპოლის” ქართველი ფეხბურთელი საოცნებო კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.
მონაკოში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გაირკვა, რომ ტურნირზე ოთხი ქართველის გუნდი მიიღებს მონაწილეობას: “ნაპოლი” (ხვიჩა კვარაცხელია), “შახტარი” (ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი) და “კოპენჰაგენი” (დავით ხოჭოლავა) .
კომენტარები