ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა. დაბა ურეკში, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.
არსებულ სიტუაციას ადგილზე ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, საკრებულოსა და მერის წარმომადგენლები გაეცნენ. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოზურგეთის მერიასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
კომენტარები