უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების ნელი წინსვლის შესახებ სისულელეს ლაპარაკობენ დივანზე მოკალათებული ექსპერტები და მედია და არა უკრაინის პარტნიორი ქვეყნების მინისტრები.
„როდესაც ვესაუბრები ჩემს კოლეგებს, მინისტრებს, რომლებიც იღებენ ოფიციალურ ინფორმაციას თავიანთი სამხედროებისგან, დაზვერვისგან -სიღრმისეული და ამომწურავი ინფორმაცია-, მაშინ არავის აქვს პრეტენზია უკრაინის კონტრშეტევის განვითარებასთან დაკავშირებით. არავინ მეკითხება: “რატომ ასე ნელი?”. პირიქით, ყველა ორიენტირებულია იმაზე, რომ “კიდევ რა ვქნათ, როგორ დაგეხმაროთ”, მაგრამ როდესაც საინფორმაციო სივრცეს უყურებ, ყველას მხოლოდ ერთი კითხვა აქვს: “რატომ არის ყველაფერი ასე ნელა?” – აღნიშნა დმიტრო კულებამ.
“როდესაც ადამიანი ზის დივანზე ან თბილ სტუდიაშია, თავს უფლებას აძლევს გააკრიტიკოს უკრაინის [კონტრ]შეტევის სიჩქარე, ის აკრიტიკებს კონკრეტულ ჯარისკაცს, რომელიც ბრძოლაში იყო, რომელმაც თავი შესწირა, დაკარგა ძმები, გაიარა ერთი კილომეტრი დანაღმულ ველზე, მოიგო ერთი-ერთზე ბრძოლა. [შემდეგ ის] ტელეფონს ხსნის და იქვე ეუბნებიან: ნელა აკეთებთ ყველაფერს, დავუჩქაროთ უნდა”, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.